Article 179. გარანტიის სახეები
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი სახის გარანტიები: ა) საბანკო გარანტია; ბ) ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი; გ) დეპოზიტი სახელმწიფო ხაზინაში.
2. ვალდებული პირი უფლებამოსილია საბაჟო ვალდებულება შეასრულოს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ნებისმიერი საშუალებით.
3. საჭიროების შემთხვევაში გარანტიის სხვა სახეს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.
