მუხლი 5. განაცხადის შეტანის თარიღის დადგენა 1. განაცხადის შეტანის თარიღად ჩაითვლება საქპატენტში განაცხადის წარდგენის დღე, თუ განაცხადი წარდგენილია ქართულ ენაზე ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, შეიცავს განმცხადებლის სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას, საქონლის ჩამონათვალს, წარმომადგენლის/ სახელს და გვარს/სახელწოდებას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ და ხელმოწერილია ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
