საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 50^1. პირი, რომელსაც დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება
ამ კოდექსის 165 4 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონებით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება, უფლება აქვს: ა) ჰყავდეს ადვოკატი; ბ) გაეცნოს და მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები; გ) ბრალდების მხარეს წარუდგინოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულება და შუამდგომლობით მოითხოვოს მისი სისხლის სამართლის საქმისთვის დართვა; დ) ადვოკატთან ერთად სასამართლოში მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში, მათ შორის, ადვოკატთან ერთად შეკითხვები დაუსვას ამ საკითხთან დაკავშირებით დასაკითხ მოწმეს; ე) სასამართლოს მისცეს ჩვენება დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით. ამ დროს აღნიშნულ პირს აქვს მოწმის უფლებები და აკისრია მისი მოვალეობები; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს ამ კოდექსის XVII 1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ეგზემპლარი; ზ) სააპელაციო და საკასაციო წესებით გაასაჩივროს სასამართლოს მიერ ამ კოდექსის XVII 1 თავით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების ნაწილში. საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
