Article 4. სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები
სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ა) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის, გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური შედეგების მიღწევა მინიმალური დანახარჯების გაწევით; ბ) რეგულირების ობიექტების კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა; გ) დარღვევათა გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებათა უპირატესი გამოყენება; დ) ანალოგიურ გარემოებათა არსებობისას ყველა დამრღვევის მიმართ ერთნაირი მეთოდების გამოყენება; ე) საკონტროლო საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება; ვ) საქმიანობის მეთოდებისა და ინსტიტუციონალური საფუძვლების რეგულარული სრულყოფა. მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლის მოქმედების სფერო, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან 1. დეპარტამენტი დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესაბამისი ლიცენზიებით, გარემოზე ზემოქმედების ნებართვების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების, ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მათ შორის სახელმწიფო ტყის ფონდისა და დაცულ ტერიტორიებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის.
