სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 11. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოების წესი
1. ინფორმაციის დასაიდუმლოების საფუძველია მისი სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხასთან შესაბამისობა.
2. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, მისი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელმაც ეს ინფორმაცია შეიმუშავა ან განსახილველად ან/და შესანახად მიიღო.
3. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს წყვეტენ ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირები.
4 . მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან იდენტიფიკაციის შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული (შემუშავებული) ინფორმაციის წინასწარ დასაიდუმლოება საიდუმლოობის მოსალოდნელი ხარისხის გათვალისწინებით და 1 კვირის ვადაში თავისი წინადადება საექსპერტო შეფასებისათვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობას, რომელიც 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. მუხლი 12. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო ან/და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გაუქმება 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დამსაიდუმლოებელ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს ან მის ზემდგომ უფლებამოსილ პირს/ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოტივირებული მითითებით: ა) გააუქმოს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება; ბ) შეცვალოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხი.
