სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 24. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირის ვალდებულებები
Consolidation №8 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა; ბ) შეასრულოს „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნები; გ) უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში. თავი VI სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა
