სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ
Article 25. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არსი
1. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა გულისხმობს ორგანიზაციულ-სამართლებრივ, კრიპტოგრაფიულ და ოპერატიულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელთა განხორციელების მიზანია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი.
3. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ფიზიკური უსაფრთხოების, პერსონალის (კადრების) უსაფრთხოების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემების უსაფრთხოების განსაკუთრებულ წესებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
