1.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების გეგმის შემუშავების, განახლების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის, დანერგვის ან/და პერიოდული შემოწმების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურის უშიშროების საკითხზე სწავლებისა და წვრთნის ჩატარების, მათ შორის, ნავსადგურის უშიშროების პერსონალის პრაქტიკული და თეორიული წვრთნის განხორციელების, ან/და ნავსადგურის უშიშროების რეგულარული ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
5.ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მიერ ნავსადგურში და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ნავსადგურში ან/და მის მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებულ შეზღუდულ ზონასა და ნავსადგურში მყოფ გემზე და გემის გარშემო არსებულ სივრცეზე უწყვეტი მონიტორინგის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
7.სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურში არსებული შეზღუდული ზონის აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნის ან/და ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
8.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს თითოეული ნიშნის/ბანერის სათანადო წესის დაცვით განთავსების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.



