საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სავალდებულო უშიშროების გეგმის შემუშავების, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის წარდგენის ან/და განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3.სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ოფიცრის მიერ სანავსადგურე ობიექტის უშიშროების პერსონალის წვრთნის განხორციელების ან/და სანავსადგურე ობიექტის უშიშროების ინსპექტირების ჩატარების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.
4.იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი სანავსადგურე ობიექტის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი აღნიშნული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4333 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.
These lawyers work in the legal area related to this article.