Article 77
1. სანავსადგურე ერთეული ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად. ნავსადგურის წესებს ამტკიცებს სააგენტო. სანავსადგურე ერთეული თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.
2. სანავსადგურე ერთეულში ნავსადგურის ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთზე მისი მიღების მომენტიდან მიმღებისთვის, სხვა უფლებამოსილი პირისთვის ან გადამზიდავისთვის გადაცემამდე.
3. ოპერატორი პასუხისმგებელია ტვირთის დაკარგვით, დაყოვნებით ან დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
