საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 135^1. საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა
საქართველოს ტერიტორიაზე შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი M 2 და M 3 კატეგორიების ავტობუსებისათვის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3007 – სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.142 საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6609 – ვებგვერდი, 10.07.2012წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6294 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
