1.საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევა, მათ შორის, ანგარიშსწორების პროცესში უცხოური ვალუტის გამოყენება (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
2.მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესის დარღვევა – გამოიწვევს ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 400 ლარის ოდენობით.
3.(ამოღებულია – 21.07.2018, №3314) . შენიშვნა: ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე. საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 13 მაისის კანონი №241 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №7, მაისი, 1993 წ., მუხ.111 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №808 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, აგვისტო-ოქტომბერი, 1995 წ., მუხ.689 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5004 – ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3314 – ვებგვერდი, 31.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2624 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.




