სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის არასრულწლოვანი შვილის გადაცემის, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვან შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4072 – სსმI,№76,29.12.2010 წ.,მუხ.502 საქართველოს 2020 წლის 10 ივნისის კანონი №6058 – ვებგვერდი, 19.06.2020წ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 173^13. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
Topics:Family & Child Crimes




