საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 172^6. ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენის და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს შესაბამისი ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით, შესაბამისი დაწესებულების (იურიდიული პირის) დაჯარიმებას 100 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2698 – ვებგვერდი, 31.10 .2014 წ.
