1.საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისათვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადების გასაკეთებლად, ანდა აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3.საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რასაც შედეგად მოჰყვა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურის გასვლა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ერთი წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. შენიშვნა:
1.ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე.
2.საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის − „112“-ის − არამიზნობრივი გამოყენება სისტემატურად ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისთვის გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე ნებისმიერი უწყვეტი 1 საათის განმავლობაში 3 ან მეტი არამიზნობრივი შეტყობინების განხორციელებას.
3.პირს არ დაეკისრება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიან სატელეფონო ნომერზე − „112“-ზე − შეტყობინების ინიციირების მიზეზია მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასება, როდესაც, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირს შეიძლებოდა ევარაუდა გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1272 – ვებგვერდი, 26.09.2013წ.



