საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 295. კონფისკაციის შესახებ დადგენილების აღსრულების განმახორციელებელი ორგანოები
1. კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს: ა) აღმასრულებელი − ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 156 2 −156 4 და 167-ე მუხლებით, 174 1 მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით, 180-ე მუხლით, 180 1 მუხლის მე-5 ნაწილით, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 181 1 , 181 3 −181 5 და 181 7 მუხლებით, 182-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 182 1 , 182 3 −182 6 და 183 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; ა 1 ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი − ამ კოდექსის 182 5 და 182 6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; ბ) ნადირობის წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების საამისოდ უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 85 3 მუხლით, 86-ე მუხლით (ნადირობის წესების დარღვევისათვის) 196-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 155 3 მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, 157-ე მუხლით, 171 5 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და 194-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას; გ 1 ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი – ამ კოდექსის 151 1 და 151 2 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4 მუხლით, 153 6 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 9 და 156 2 მუხლებითა და 156 4 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; დ) ( ამოღებულია – 26.04.2012, №6094 ).
