საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 182^5. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა
1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გარეშე დამზადება (წარმოება), შეკეთება, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი ან ამ იარაღით ან/და ვაზნით აღნიშნული ლიცენზიის გარეშე ვაჭრობა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან უამისოდ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
