გამასწორებელი სამუშაოები გამოიყენება ექვს თვემდე ვადით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა უნდა მოიხადოს მუდმივ სამუშაო ადგილზე. ამასთან, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ოც პროცენტამდე. გამასწორებელ სამუშაოებს შეუფარდებს რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე, ადმინისტრაციული მოსამართლე. გამასწორებელი სამუშაოს ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 31. გამასწორებელი სამუშაოები
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
