1.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევა ან უკანონო ძოვება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 700 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 1 200 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
4.ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
5.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 000 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 000 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე.
6.ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1 400 ლარის ოდენობით 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე და 2 400 ლარის ოდენობით 100 ან 100-ზე მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი №759 – პარლამენტის უწყებანი, №33, 31.07.1997წ., გვ.3 საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3516 – სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.261 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1358 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3668 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.
These lawyers work in the legal area related to this article.