საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით.
3.ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა ზომამცირე გემით (7 მეტრი ან ნაკლები სიგრძის გემით) – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით.
5.ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა 100 ტონა საერთო ტევადობის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის (7 მეტრზე მეტი სიგრძის) გემით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარით.
7.ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის დარღვევა 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის მცურავი საშუალებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4624 – ვებგვერდი, 23.12.2015წ.
These lawyers work in the legal area related to this article.