საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2.საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
3.100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4.ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2477 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ., მუხ.395 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 24 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3669 – ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4305 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.
These lawyers work in the legal area related to this article.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი