Article 60. ცნება
60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე. კოოპერატივებს მიეკუთვნება: ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის; ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები: გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები); დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები; ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები; ვ) სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები; ზ) სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონით; თ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონით, თუ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
60.2. (ამოღებულია).
60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით. საქართველოს 1996 წლის 13 ივნისის კანონი №275 – პარლამენტის უწყებანი, №17, 03.07.1996 წ., გვ.32 საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონი №712 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997 წ., გვ.9 საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1614 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.107 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1781 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.279 საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №818 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4496 - ვებგვერდი, 24.11.2015წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
