პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
For information only — not legal advice.
1. ამ თავის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბაზარზე ზედამხედველობა − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და გარემოს დაცვას; ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; გ) შეუსაბამობა − ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნის/მოთხოვნების დარღვევა; დ) ეკონომიკური ოპერატორი/ოპერატორები − ამ კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მწარმოებელი, ავტორიზებული წარმომადგენელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი და პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლისთვის მიმწოდებელი პირი/პირები, რომელიც/რომლებიც პასუხისმგებელია/პასუხისმგებელი არიან პროდუქტის უსაფრთხოებისთვის; ე) მაკორექტირებელი ქმედება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით ან ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნით, შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება; ვ) ნებაყოფლობითი ღონისძიება − ეკონომიკური ოპერატორის მიერ საკუთარი ინიციატივით, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის გარეშე მაკორექტირებელი ზომების მიღება; ზ) რისკი − ზიანის გამომწვევი საფრთხის შექმნის ალბათობისა და ამ ზიანის სიმძიმის ერთობლიობა; თ) საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ი) სერიოზული საფრთხის შემცველი პროდუქტი − პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს და საჭიროებს სახელმწიფო ორგანოების გადაუდებელ ჩარევას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც რისკს შედეგები დაუყოვნებლივ არ მოჰყვება; კ) დადასტურებული საფრთხე − სათანადო აკრედიტებული ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული ლაბორატორიის ან ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმების/გამოცდის შედეგად ან/და საქართველოს ან/და სხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოსგან/ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსგან ან პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ ინფორმაციის გაზიარების საერთაშორისო/რეგიონალური სისტემის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება/ექსპლუატაცია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; ლ) დოკუმენტური შემოწმება − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; მ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა; ნ) შემოწმების ოქმი − ბაზარზე ზედამხედველობის ფარგლებში ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელებული ტექნიკური შემოწმების ან/და დოკუმენტური შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც აგრეთვე შეიცავს ამ კოდექსის 13 6 მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლის შედეგებს და შეუსაბამობის აღმოფხვრის ვადებს (არსებობის შემთხვევაში); ო) შემზღუდავი ღონისძიება − ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილება პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების ან/და გამოთხოვის შესახებ; პ) მომხმარებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიულ პირი, რომლისთვისაც პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა, როგორც მომხმარებლისთვის, პირადი მოხმარებისთვის ან/და სამრეწველო/პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
2. ამ თავში გამოყენებული იმ ტერმინებისთვის, რომლებიც ამ მუხლში განმარტებული არ არის, გამოიყენება ამ კოდექსში გამოყენებული იმავე ტერმინების განმარტებები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.
Closest in meaning — including in other laws
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი