არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 98^1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №877 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
