1.საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება: ა) არასრულწლოვან მსჯავრდებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს; ბ) არასრულწლოვანს უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მოსამზადებელი სპეციალური პროგრამით; გ) არასრულწლოვანი მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ამზადებს მისი სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოსთვის გადასაცემად, არასრულწლოვნის რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობისათვის; დ) არასრულწლოვან მსჯავრდებულს მისთვის გასაგები ფორმით აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გზით შეუძლია მას გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი დახმარებისა და მხარდაჭერის მიღება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი



