„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“
Article 7^3. სამართალწარმოება
1. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ იღებს (გამოსცემს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანო (თანამდებობის პირი).
2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5650 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
