Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობა და ფორმა/სტრუქტურა იმგვარად უნდა დაიგეგმოს, რომ დაცული იქნას ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების პრევენციის პირობები და უზრუნველყოფილ იქნას გამონაჟონის ეფექტური შეგროვება. ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაცვა მიიღწევა გეოლოგიური ბარიერისა და ქვედა საიზოლაციო ფენის ერთობლიობით ოპერირების ფაზაში და გეოლოგიური ბარიერისა და ზედა საიზოლაციო ფენის შეთავსებით დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე.
2.გეოლოგიური ბარიერი განისაზღვრება ნაგავსაყრელის ქვეშ და მის ახლოს არსებული გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობებით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურების თავიდან აცილება და დაბინძურებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
3.ნაგავსაყრელის ფსკერი და გვერდები უნდა შედგებოდეს მინერალური ფენებისგან, რომელიც ნიადაგის, მიწისქვეშა წყლებისა და ზედაპირული წყლების დასაცავად, უნდა აკმაყოფილებდეს გამტარუნარიანობისა და სისქის მოთხოვნებს ქვემოთ მოცემული სულ მცირე შემდეგი კოეფიციენტით: ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 -9 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥ 5 მეტრი; ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 -9 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥1 მეტრი; გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი: გამტარუნარიანობის კოეფიციენტი (K) ≤ 1,0 x 10 - 7 მეტრი/წამში (მ/წ), ხოლო სისქე ≥1 მეტრი.
4.თუ გეოლოგიური ბარიერი ბუნებრივად არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, შესაძლებელია ეკვივალენტური შედეგის მისაღებად გამოყენებულ იქნეს სხვა ხელოვნური საშუალებები.
5.ხელოვნურად შექმნილი გეოლოგიური ბარიერი არ უნდა იყოს 0,5 მეტრზე ნაკლები სისქის.
6.სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებზე გამონაჟონის შეგროვების მიზნით გეოლოგიურ ბარიერთან ერთად დამატებით უნდა არსებობდეს საიზოლაციო სისტემა შემდეგი კომპონენტების გამოყენებით: ა) ხელოვნური საიზოლაციო ფენა; ბ) სადრენაჟო ფენა ( > 0.5 მ) 7. გარემოსათვის პოტენციური საფრთხის არსებობის გამო, გამონაჟონის წარმოქმნის პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია სამინისტროს მიერ მოთხოვნილ იქნეს ზედა საიზოლაციო სისტემის მოწყობა: ა) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის: აირის სადრენაჟო ფენა, გაუმტარი მინერალური ფენა, სადრენაჟო ფენა (>0.5 მ) და მიწისზედა საფარი (>1მ); ბ) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელებისთვის: ხელოვნური საიზოლაციო ფენა, გაუმტარი მინერალური ფენა, სადრენაჟო ფენა (>0.5 მ) და მიწისზედა საფარი (>1მ).
8.სამინისტრომ ნებართვის გაცემისას შეიძლება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად არ გამოიყენოს, თუ გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ გამონაჟონის შეგროვება და დამუშავება არ არის აუცილებელი ან ნაგავსაყრელი არ წარმოადგენს საფრთხეს ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისთვის.
The amendments this article has been through
The need for an upper isolation system may be required by the agency if preventative measures against leachate formation are necessary, and conditions can be waived based on environmental risk assessments.
amending act №6600442Describe your situation — we'll help you find the right specialist.