Article 9^1. მზღვეველის მმართველი ორგანოები
1. მზღვეველის მმართველი ორგანოების ფორმირება და ფუნქციონირება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. მზღვეველის მმართველი ორგანოებია: აქციონერთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო. მზღვეველის მმართველი ორგანოები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობისა და მზღვეველის წესდების შესაბამისად. აქციონერთა საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც უზრუნველყოფს მზღვეველის საქმიანობის კონტროლს. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 21 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მზღვეველის საქმიანობის მასშტაბსა და კომპლექსურობას.“ 2 1 . მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს არანაკლებ 1 დამოუკიდებელი წევრი. თუ პირს აღნიშნული თანამდებობა უკავია ამ მზღვეველის ან გადამზღვეველის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ მზღვეველში ან გადამზღვეველში ან/და იმ მზღვეველში ან გადამზღვეველში, რომლის კონტროლსაც ექვემდებარება ეს მზღვეველი ან გადამზღვეველი, იგი მიჩნეული იქნება დამოუკიდებელ წევრად ორივე მზღვეველისთვის ან გადამზღვეველისთვის.
3. მზღვეველის აქციონერთა საერთო კრება ირჩევს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს (მათ შორის, დამოუკიდებელ წევრს) არაუმეტეს 3 წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა მისი ამოწურვის შემდეგ ავტომატურად გრძელდება აქციონერთა საერთო კრების გამართვამდე და ამ კრებაზე სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე. ამასთანავე, აღნიშნულ თანამდებობაზე პირის განმეორებით არჩევა შეუზღუდავია.
4. მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. მზღვეველი ვალდებულია სხდომის გამართვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით აცნობოს სამსახურს სხდომის გამართვის თარიღი და სხდომის დღის წესრიგი და მიუთითოს სხდომაში მონაწილე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, სამსახური უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.
5. მზღვეველის ხელმძღვანელი ორგანო უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისგან (ხელმძღვანელი პირისგან). ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭო. ამასთანავე, თანამდებობაზე ხელმძღვანელი პირის განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია.
6. მზღვეველის წესდებით განსაზღვრული უნდა იყოს ხელმძღვანელი ორგანოს უფლებამოსილება, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და ხელმძღვანელ პირებს შორის ფუნქციათა განაწილება ისე, რომ არანაკლებ 1 ხელმძღვანელ პირს ჰქონდეს მინიჭებული სრული ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის კანონი №5384 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
დაზღვევის შესახებ
