1.ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; [ დ 1 ) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] ე) სხვა მიზნებისათვის.
