ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
Article 25
1. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს ამ კანონის ამოქმედებამდე მოამზადოს და პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისი დამატება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი 10%-იანი შენატანი განისაზღვროს 5%-ით.
3. (ამოღებულია).
4. მზღვეველის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი განხორციელდეს ამ კანონში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ.
5. 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს მხოლოდ იმ ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე: ა) რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა; ბ) რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.
