1.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების მიზანია მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მხარდაჭერა.
2.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართება ემსახურება მისი უფლებების დაცვას და არ წარმოადგენს მისი დასჯის ღონისძიებას.
3.არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში დასაშვებია 10 წლიდან 14 წლამდე ასაკის კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვანის გადამისამართება, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10 წლიდან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინა.
4.კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ, როგორც უკიდურესი ღონისძიება, იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განთავსების გარეშე შეუძლებელია, და მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად.
5.დაუშვებელია არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის გადამისამართება, თუ მას აქვს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვა.





