1.სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხი.
2.კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო შესაბამისი დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.
3.მხარემ, რომელიც სასამართლოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მოთხოვნით მიმართავს, უნდა წარადგინოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
4.კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.




