სასამართლო უარს იტყვის კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე, თუ ამ შეთანხმების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს ან თუ, აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 363^35. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმა
Consolidation №178 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026




