Article 20
1. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მართებულობას, სიზუსტეს, დროულობას და საჯაროობას კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი ვალდებულია სამედიცინო-სტატისტიკური ინფორმაცია დადგენილი წესით მიაწოდოს სამინისტროს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. მუხლი 21 სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით. საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1768 – სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.144 საქართველოს 2007 წლის 25 მაისის კანონი №4816 - სსმ I, №19, 01.06.2007წ., მუხ.171
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
