Article 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ხელშეკრულების საგანია, მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიერ ანაზღაურების სანაცვლოდ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელება.
1.2. მოქმედი კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იკავებს დაწესებულებაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (თანაშემწის, მრჩევლის, უშუალო აპარატის/სამდივნოს/ბიუროს თანამშრომლის) თანამდებობას.
