რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ
Article 7. რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა
რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოსაწყობად ტერიტორია შეირჩევა შეფასების საფუძველზე, რომელიც მოიცავს: ა) ყველა შესაძლო ფაქტორის ანალიზს, რომლებიც გავლენას მოახდენს შესაბამისად რადიოაქტიური ნარჩენების საცავის ან რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის უსაფრთხოებასა და დაცულობაზე; ბ) სხვადასხვა სახის კვლევას, მათ შორის, გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ და გარემოსდაცვით კვლევებს; გ) საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე რადიოაქტიური ნარჩენების საცავისა და რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ფუნქციონირების შესაძლო გავლენის შეფასებას.
