სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 20^5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი
1. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი: ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) გამოსცემს განკარგულებებს შიდაორგანიზაციულ საკითხებზე; გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს ამ ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს; ე) განკარგავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას; ვ) საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
