Article 22^3. დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი საფუძვლები
1. საქართველოში დოპინგის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ხორციელდება ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“, „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს ანტიდოპინგური წესების, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე.
2. საქართველოში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას საერთო კოორდინაციას უწევს სპორტის მთლიანობის დაცვის უწყებათაშორისი კომისია.
3. დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და მოქმედების დამოუკიდებლობას. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2769 – ვებგვერდი, 13.04.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სპორტის შესახებ
