დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. თავი მეორე პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. მუხლი 1009. წუნდებული პროდუქტის მწარმოებლის პასუხისმგებლობა 1. წუნდებული პროდუქტის მწარმოებელი პასუხს აგებს ამ პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაში დაზარალებულთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა: ა) მას ეს პროდუქტი არ გაუტანია სარეალიზაციოდ; ბ) საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ნაკლი, რომელმაც ზიანი გამოიწვია, პროდუქტს არ ჰქონდა სარეალიზაციოდ გატანისას; გ) მწარმოებელს პროდუქტი არ უწარმოებია არც გასაყიდად ან სხვა კომერციული მიზნით, არც თავისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; დ) პროდუქტს აქვს ნაკლი, რომელიც სარეალიზაციოდ მისი გატანისას შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედ ნორმებს; ე) შეუძლებელი იყო ნაკლის აღმოჩენა მეცნიერებისა და ტექნიკის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანისას.
2.პროდუქტის ნაწილის მწარმოებლის პასუხისმგებლობა ასევე გამორიცხულია, თუ ნაკლი გამოწვეულია იმ პროდუქტის კონსტრუქციით, რომლის შემადგენელიც გახდა ეს ნაწილი.
3.მწარმოებლის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მცირდება ან საერთოდ გამოირიცხება, თუ ზიანის დადგომა გამოიწვია დაზარალებულის ან მის ნაცვლად პასუხისმგებელი პირის ბრალეულმა მოქმედებამ.
4.მწარმოებლის პასუხისმგებლობა არ მცირდება, თუ ზიანი გამოწვეულია პროდუქტის ნაკლით და იმავდროულად მესამე პირის მოქმედებით. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. მუხლი 1010. წუნდებული პროდუქტის ცნება 1. პროდუქტი წუნდებულად მიიჩნევა, თუ იგი არ უზრუნველყოფს იმ საიმედოობას, რომელიც, ყველა გარემოების გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო ამ პროდუქტისაგან.
2.პროდუქტი არ მიიჩნევა წუნდებულად მხოლოდ იმის გამო, რომ მოგვიანებით უფრო უკეთესი პროდუქტი იქნა ბრუნვაში შეტანილი. საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6151 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. მუხლი 1011. პროდუქტის ცნება 1. პროდუქტი არის ყველა მოძრავი ნივთი და ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.






