საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1206. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა
1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2382 - სსმ I, №50, 31.12.2009 წ . , მუხ . 399 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №748 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
