საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1209. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა
1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.
3. პირისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ბავშვის სურვილსაც ითვალისწინებს.
4. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.
5. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
