საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1386. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლების გაუსხვისებლობა
1. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება გაუსხვისებელია და არ გადადის საანდერძო დანაკისრის მიმღების მემკვიდრეებზე.
2. საცხოვრებელი სადგომით სამისდღეშიო სარგებლობის უფლება არ წარმოადგენს ამ სადგომში საანდერძო დანაკისრის მიმღების ოჯახის წევრთა ცხოვრების საფუძველს, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
