საქართველოს ეროვნულმა ბანკმა: ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დასანერგად გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა კომერციულმა ბანკებმა უზრუნველყონ საბანკო ანგარიშების გახსნა და შეუფერხებელი ანგარიშსწორება იმ ორგანიზაციული წარმონაქმნებისათვის, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები, კერძოდ, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა; ბ) უზრუნველყოს ფიზიკური პირების მიერ საანგარიშსწორებო თუ სხვა ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებულ შეზღუდვათა გაუქმება იმ მიზნით, რომ ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუფერხებლად შეეძლოს მათთვის სასურველი ანგარიშების გახსნა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა შეუფერხებელი დადება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1517. საბანკო მომსახურების ხელშეკრულებათა დანერგვის უზრუნველყოფა
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026






