საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 580^8. ლიზინგის მოწმობა
1. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ ამ კოდექსის 580 6 მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას.
