საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 849. მზღვევლის განთავისუფლება ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან
Consolidation №138 Verified against the current consolidation · 1 Apr 2026
Topics:Traffic & Safety Crimes
1. თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის შემთხვევისათვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი.
2. თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, ეს უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
