ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Article 19. გარიგებანი ფასიანი ქაღალდებით
1. რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით გარიგების დადებისას მათზე საკუთრების უფლება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება ამ ფაქტის ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო თუ ეს ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელთანაა – მათი ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში აღრიცხვის მომენტიდან. 1 1 . საინვესტიციო ფონდის ერთეულებით გარიგებისას მათზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა განისაზღვრება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით . 1 2 . დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
