ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ
Article 11
1. სადაზღვევო თანხის სიდიდე არ შეიძლება იყოს 3750 ლარზე ნაკლები .
2. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს, რომელიც გამოწვეულია მფლობელის მიერ ავტომოტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად, აანაზღაურებს მზღვეველი ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხიდან შემდეგი პროცენტული ოდენობით: ა) სიკვდილის შემთხვევაში – 100 პროცენტით; ბ) დაზარალებულის ინვალიდობის დადგენისას: I ჯგუფზე – 100 პროცენტით; II ჯგუფზე – 60 პროცენტით; III ჯგუფზე – 30 პროცენტით; გ) სხეულის მძიმე დაზიანებისას – 15 პროცენტით; დ) სხეულის მსუბუქი დაზიანებისას – 5 პროცენტით ; ე) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 10 პროცენტით.
3. დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანს სადაზღვევო ორგანიზაცია ანაზღაურებს ერთჯერადად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მიღებული ტრავმის სიმძიმის ხარისხის შესაბამისად.
4. თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან 1 წლის განმავლობაში ტრავმის მიღების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა ან დაინვალიდდა, მაშინ ხდება ანაზღაურების გადაანგარიშება ადრე გადახდილი თანხის ჩათვლით. საქართველოს 1999 წლის 25 ივნის ის კანონი № 2193 - სსმ I, № 29 ( 36 ), 1 0 .0 7 .1999 წ., მუხ.1 54 საქართველოს 2000 წლის 27 სექტემბრ ის კანონი № 513 - სსმ I, № 35 , 1 1 .
