საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 134. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეები
სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია: ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას; ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ძებნილი, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება, ქონებაზე ყადაღის დადება; გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები – იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვისას. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68
