Article 3. იურიდიული დახმარების სახეები
ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, სარჩელი, საჩივარი, შესაგებელი, შუამდგომლობა და სხვა დოკუმენტები) შედგენა; ბ) ბრალდებულის, მსჯავრდებულისა და გამართლებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში; გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში; დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით; ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1779 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3013 – ვებგვერდი, 31.12.2014წ.
