საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 146^1. დაკავების კანონიერების შემოწმება
1. დაკავებიდან გათავისუფლებული პირი ერთი თვის განმავლობაში უფლებამოსილია, დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, გამოძიების ადგილის მიხედვით. მიმართვიდან ათი დღის ვადაში მოსამართლე ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს.
2. დაკავება უკანონოა, თუ არსებითად არის დარღვეული ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი ან დაკავება არ ემსახურება ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.
3. დაკავება დაუსაბუთებელია, თუ არ დასტურდება ამ კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.
4. თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას ცნობს უკანონოდ ან დაუსაბუთებლად და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239
